ექიმის ინფორმაციით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

დამწვრობის ცენტრის ექიმის, თეა უროტაძის ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„კლინიკაში შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი. მისი მდგომარეობა არის მძიმე. მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა, 60 პროცენტი, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, – განაცხადა ექიმმა თეა უროტაძემ.

რაც შეეხება კიდევ ოთხ დაშავებულს, ისინი სხვადასხვა კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით არიან გადაყვანილი.

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი.

დატოვე კომენტარი