ექიმის ინფორმაციით, სენაკის ბავშვთა პოლიკლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი მოსწავლეებიდან უმრავლესობა სახლში გაწერეს
ექიმის ინფორმაციით, სენაკის ბავშვთა პოლიკლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი მოსწავლეებიდან უმრავლესობა სახლში გაწერეს

სენაკის ბავშვთა პოლიკლინიკიდან, ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 26 მოსწავლიდან 25 უკვე გაეწერა, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს სენაკის ბავშვთა კლინიკის ტოქსიკოლოგმა ქეთევან წყაროზიამ განუცხადა. მისი თქმით, ყველა მათგანის მგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვებმა, როგორც თავად ამბობენ, საკლასო ოთახში იგრძნეს უცნაური სუნი, რის შემდეგაც დაეწყოთ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება. ჩაუტარდათ ყველა შესაბამისი კვლევა და 25 ბავშვი გაეწერა საავადმყოფოდან. მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ტოქსიკოლოგმა ქეთი წყაროზიამ.

სენაკის მეორე საჯარო სკოლის 26 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვთა საავადმყოფოში დღეს მოათავსეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი