ექიმის ინფორმაციით, ქუთაისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ქუთაისში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულ-მკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ქუთაისში, რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.