ექიმის ინფორმაციით, ქარელში ინციდენტისას დაშავებული ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით თბილისში გადაჰყავთ
ექიმის ინფორმაციით, ქარელში ინციდენტისას დაშავებული ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით თბილისში გადაჰყავთ

ქარელში ინციდენტისას დაშავებული ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ოპერატორი თბილისში გადაჰყავთ, – ამის შესახებ ქარელი „ევექსის“ საავადმყოფოს ექიმმა, კახაბერ თოთლაძემ განაცხადა.

„დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ექსკორიაციები აღენიშნება კიდურებზე, სახის არეში მარცხნივ, მარცხენა ბარძაყის არეში. პაციენტი გადაგვყავს თბილისში სტაბილური მდგომარეობით, უბრალოდ, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სჭირდება კატე კვლევა“,- განაცხადა კახაბერ თოთლაძემ.

ქარელში ინციდენტის დროს „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.

დატოვე კომენტარი