ქარელში ინციდენტის დროს „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა [ვიდეო]

ქარელში ინციდენტის დროს „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა. ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ყვება, ლევან აბლოთია „ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მისივე მონაყოლის მიხედვით, ფაქტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

როგორც ბექა ყორშია ამბობს, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მისულ გადამღებ ჯგუფს ადგილზე აგრესიით შეხვდნენ.

ქარელში მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალებზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ყვება.

დატოვე კომენტარი