ექიმის ინფორმაციით, მარნეულში ინციდენტის დროს დაშავებულ ორ პირს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება
ექიმის ინფორმაციით, მარნეულში ინციდენტის დროს დაშავებულ ორ პირს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება

მარნეულში ინციდენტის დროს დაშავებული ორი პირი მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში იმყოფება.

როგორც კლინიკის ექიმმა, ლიკა მემანიშვილმა განაცხადა, მათი  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, მესამე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ერთს აღენიშნება ჰაიმორის წინამედიალური კედლის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა. მეორე პაციენტს ტრავმული დაზიანებები არ აქვს, გამოხატულია ზედაპირული დაზიანებები სახის არეში. რჩებიან ამაღამ მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მესამე პაციენტი სტაბილურ მდომარეობაში გაეწერა კლინიკიდან“, – აღნიშნა კლინიკის ექიმმა.

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. ინციდენტის დროს დაშავდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.