ექიმის ინფორმაციით, დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 21 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 21 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებული 21 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა შოკური მდგომარეობიდან გამოდის, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, იაგო მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის ინფორმაციით, ქირურგები ხვალ გადაწყვეტენ, ჩაუტარონ თუ არა პაციენტს ოპერაცია.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, არის შოკიდან გამოსვლის მკვეთრი ტენდენცია. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები სტაბილურია, გონზეა, კონტაქტური და ადეკვატურია. ოპერაცია გადაწყდება დილით. შეხვევის შემდეგ ქირურგები შეაფასებენ მის მდგომარეობას და იმის მიხედვით იქნება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. ქირურგიული ჩარევა დასჭირდება იმ უბნებში, სადაც იქნება ღრმა დაზიანება და იქნება ადრეული ამოკვეთა, გადანერგვის ოპერაცია ჩატარებული. ამჟამად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის”, – განაცხადა იაგო მათიკაშვილმა.

დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.