ექიმის ინფორმაციით, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, გიორგი დავლიანიძემ განუცხადა.

„ხეჩინაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული საშუალო ასაკის მამაკაცი მკურნალობს. მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მან დაზიანება მიიღო ცეცხლის ალით. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა და ამ წუთებშიც უტარდება ანტიშოკური მკურნალობა. პაციენტს აქვს უბნობრივად გაფანტული მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობები. დამწვრობა აქვს სახის, კიდურებისა და სხეულის არეში“, – განაცხადა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.

აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. დაშავებულია ერთი მოქალაქე. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.