ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას, რომელიც პარლამენტში მე-5 დღეა, შიმშილობს, დღეს ანალიზებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის“ ექიმმა მაია ცანავამ განაცხადა, რომელიც დღეს ხოშტარიასთან იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მე-5 დღეა, შიმშილობს. ამ ეტაპზე პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, თუმცა გუშინდელთან შედარებით იყო მცირედი ცვლილება. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. აგრძელებს შიმშილობას“, – განაცხადა მაია ცანავამ.

„დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში.