ექიმი თენგიზ წულაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მიდის მონიტორინგი, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არის, მაგრამ შესაძლოა, ისეთი გართულებებიც იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ეს არ ეყოფა
ექიმი თენგიზ წულაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მიდის მონიტორინგი, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არის, მაგრამ შესაძლოა, ისეთი გართულებებიც იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ეს არ ეყოფა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მიდის მონიტორინგი, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არის, მაგრამ ისეთი გართულებებიც შესაძლოა, იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ის ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრმა, თენგიზ წულაძემ მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ შევხვდით მხოლოდ ექიმს და პაციენტს. ისინი მკურნალობენ პაციენტს რისი საშუალებაც აქვთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს მათაც კარგად ესმით. ყველა ექიმის რეკომენდაცია, ვისაც დღეს შევხვდით, ერთი და იგივეა, პაციენტი გადაყვანილი იყოს პოლიპროფილურ განყოფილებაში. არ ვიცი როდის, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლოა, გადაიყვანონ. ისინი ამაზე მსჯელობენ, ჩვენი შეხვედრაც სამინისტროში ამის გამოხატულებაა, ალბათ“,- განაცხადა წულაძემ.

მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებას არ აქვს რესურსი, მართოს ისეთი გართულებები, რომელიც მოსალოდნელია.

„ჩემი აზრით, მე-18 სამკურნალო დაწესებულებას არ აქვს რესურსი, რომ მართოს ისეთი გართულებები, რომელიც მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილთან იყოს. მაგრამ ეს მათაც იციან და ამ გართულებებზე აქვთ ნათქვამი, რომ ისედაც უნდა გადაიყვანონ, თუ ეს გართულებები მოხდა. ჩვენი რეკომენდაციაა, აქამდე საქმე არ მივიდეს და მანამდე გადაიყვანონ. რომ გადაეყვანათ გუშინ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლება, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა.

ამ წუთში სიტუაცია სტაბილურია, მიდის მონიტორინგი, სააკაშვილი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არის, მაგრამ ისეთი გართულებებიც შესაძლოა, იყოს მოსალოდნელი, რომელსაც ის ინტენსიური მეთვალყურეობა არ ეყოფა. მიხეილ სააკაშვილი გავსინჯე, გავესაუბრე მხოლოდ სამედიცინო საკითხებზე“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.