ექიმი თამარ ლომსაძე – რა აქცია, რა პარლამენტი, ადამიანები იგუდებიან, აღარ გეყოლებათ აღარც ექიმები, აღარც მედდები, გრცხვენოდეთ
რა აქცია, რა პარლამენტი, ადამიანები იგუდებიან, აღარ გეყოლებათ აღარც ექიმები, აღარც მედდები, გრცხვენოდეთ, – ამის შესახებ ექიმი თამარ ლომსაძე „ფეისბუქზე“ წერს.
„მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, კიდევ რამდენი თვე უნდა ვიაროთ ასე? რამდენი? რა ვირუსი არ არსებობს, რა შეკრება? ხალხო, იქნებ გონს მოეგოთ. რამე დაგიშავეთ? აღარ გეყოლებათ აღარც ექიმები, აღარც მედდები. გრცხვენოდეთ. გინდა პოლიტიკაში ჩათვალეთ, რაც გინდათ ის ჰქენით, ყველას შემიძლია, ვუწოდო მტერი და კაცთმოძულე. რა აქცია, რა პარლამენტი? ადამიანები იგუდებიან. თქვენ რომ მოხვალთ, ვირუსი წავა? თუმცა ვირუსი ხომ არ არსებობს, ვიგონებთ. პირველად მრცხვენია, რომ ქართველი ვარ. მძულხართ, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი არაა და თქვენ გინდათ, რომ ქვეყანა ააშენოთ? ჩვენ კი ვეცდებით, კიდევ ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ, მაგრამ როცა ადამიანებს ასე გვძულს ერთმანეთი, ალბათ ის დროა, მხოლოდ ორი სიტყვა ვთქვათ – ღმერთს ვებარებოდეთ“,- წერს თამარ ლომსაძე.