ექიმი - შუმახერის ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების შანსი 30-40 პროცენტია
ექიმი - შუმახერის ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების შანსი 30-40 პროცენტია

გერმანიის ქალაქ სეზენში მდებარე ნევროლოგიის ცენტრის დირექტორს მარკ ობერმანს მიაჩნია, რომ ფორმულა ერთში მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონს, გერმანელ მიხაელ შუმახერს აღდგენის კარგი შანსი აქვს.

2013 წლის დეკემბერში ლეგენდარულმა პილოტმა სამთო-სათხილამურო კურორტზე თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, ღრმა კომაში იმყოფება.

„პაციენტების 30-40 პროცენტი, რომლებიც ოთხ წელიწადზე მეტია, კომაში ან ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას. არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ის სრულად აღდგება, მაგრამ ასეთი პაციენტები ცხოვრებას უბრუნდებიან ახლობელი ადამიანების დახმარებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი გრძნობდეს მზრუნველობას. მიჩნეულია, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გაცილებით მეტს აცნობიერებენ, ვიდრე ჩვენ გვგონია. ხელით შეხება ან მათთან საუბარი კომიდან ან ვეგეტატიური მდგომარეობიდან გამოყვანაში ეხმარებათ“, – ამბობს ობერმანი.