ექიმი - „ნიუ ჰოსპიტალში“ რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას დაშავებული 20 პაციენტია შემოყვანილი, რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს
ექიმი - „ნიუ ჰოსპიტალში“ რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას დაშავებული 20 პაციენტია შემოყვანილი, რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული.

როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან ექვსს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული.

მისივე თქმით, შესაძლოა, რამოდენიმე პაციენტმა თვალი დაკარგოს.

„ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსულია 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მოსულები არიან რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის ძირითადად პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტთან გაკეთდება თვალზე ოპერაცია და მერე გადაწყდება გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმა არის, შესაძლოა, რამოდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. ასევე არის ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. ამოღებულია რამდენიმე ჭრილობიდან ე.წ. რეზინის ტყვიები. ექვსი პაციენტი არის ვინც არის შემოსულია თვალის ტრავმით, აქედან სამი იქნება საყურადღებოა. ოპერაცია სამს დასჭირდება, სამი მეთვალყურეობის ქვეშ არის და ვნახოთ“, – განაცხადა ექიმმა.

„ნიუ ჰოსპიტალის“ მთავარი ექიმის, გიორგი კორძახის კომენტარს „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.

დატოვე კომენტარი