ექიმი ნინო შარაშენიძე - მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, დღეს იყო მისი გატარების პირველი მცდელობა
ექიმი ნინო შარაშენიძე - მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, დღეს იყო მისი გატარების პირველი მცდელობა

სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის ნინო შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ და გაცილებით აქტიურია.

„პაციენტის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში მნიშვნელოვნად  გაუმჯობესებულია. ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება მისაღები მედიკამენტების, პარალელურად კვების დოზირების კორექცია. ფიზიკურად დღეს უფრო აქტიურია. ეტაპობრივად მოგაწვდით ყველა ახალ ინფრმაციას. ფიზიკურად გაცილებით აქტიურია, დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად გამოიყურება ფიზიკურადაც და ლაბორატორიულადაც. გადაადგილება აუცილებლად გაუჭირდებოდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა შიმშილობის ეს კონკრეტული ვადა. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.