ექიმი ნინო გოგორიშვილი - სააკაშვილის კვების რაციონთან დაკავშირებით გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე
ექიმი ნინო გოგორიშვილი - სააკაშვილის კვების რაციონთან დაკავშირებით გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ, გუშინ სააკაშვილს კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა და ყველა მონაცემი ნორმაშია.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და რეანიმაციულ ჩარევას არ საჭიროებს.

„წნევა იყო სტაბილური, ნორმაში. სასამართლო პროცესის შემდეგ, გუშინ ჩატარდა კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები და ანალიზები ნორმაშია. პაციენტი იყო ძალიან დაღლილი და დაისვენა. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე. რაც შეეხება კვების რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე. დღეს არის 30 ნოემბერი და ორ დეკემბრამდე კიდევ არის დრო. ამაზე უკვე მერე ვილაპარაკოთ. მკურნალობა მიდის სრული სპექტრით. ყველა მონაცემი ნორმაშია. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია და რეანიმაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უბრალოდ, კონტრაქტი გვქონდა რეანიმატოლოგებთან და ჯერჯერობით ჩვენთან არიან. კონსილიუმის წევრები მოდიან, გვაქვს ყოველდღიური კავშირი“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.