ექიმი ნინო გოგორიშვილი - სააკაშვილის კვების რაციონი გაფართოვდა, ძალის აღდგენა მიდის და ემზადება სასამართლოსთვის
ექიმი ნინო გოგორიშვილი - სააკაშვილის კვების რაციონი გაფართოვდა, ძალის აღდგენა მიდის და ემზადება სასამართლოსთვის

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო გოგორიშვილის განმარტებით, პაციენტის ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია, თუმცა აღენიშნება მცირედი სისუსტე. მისივე თქმით, ენდოკრინოლოგებთან შეთანხმებით, კვების რაციონი გაფართოვდა.

„დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებში არის. კვების რაციონი არის გაფართოებული და თითქმის არის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია ენდოკრინოლოგების სრული შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის.

დაიწყო უკვე ძალის გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, რომ იქნება მზად სასამართლოსთვის“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

დატოვე კომენტარი