ექიმი - მომართვიანობის გაზრდა დაკავშირებულია სეზონური გრიპის ვირუსთან, რომელიც ეპიდემიურ ხასიათს არ იღებს
ამ პერიოდისთვის მომატებულია მომართვიანობა. გაზრდა დაკავშირებულია სეზონური გრიპის ვირუსთან, რომელიც, რა თქმა უნდა, ეპიდემიურ ხასიათს არ იღებს, – ამის შესახებ ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმმა, ეკა უბერმა განაცხადა.
„გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ერთადერთი შესაძლებელია, ამბულატორიულ ემერჯენსის განყოფილებაში დაყოვნება მოხდეს პაციენტის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. მომართვიანობა მომატებულია, მაგრამ ამ სეზონისთვის ეს უჩვეულო არ არის. ადგილები არის, ხდება ხოლმე პაციენტების გადანაცვლება.
უფრო მეტად არის სიმძიმე ადრეული ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით სამ წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს არის გრიპის და გრიპის მაგვარი სიმპტომებით, რაც გამოიხატება მაღალი ტემპერატურით, სპაზმური ხველით, მუცლის ტკივილით, ხანდახან დიარეით, გულის რევით, ყურის ძლიერი ტკივილით. ეს ყველა სიმპტომი დამახასიათებელია გრიპის ვირუსისთვის,ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა კლინიკის ექიმმა.