ექიმი - ილია მეორეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა წელის არეში, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმი - ილია მეორეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა წელის არეში, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „მედონას“ ნეიროქირურგმა, გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნეიროქირურგი გიორგი ვალიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს არა გეგმური გამოკვლევა, არამედ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა წელის არეში, თუმცა საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.

„დასვენების დროს პატრიარქი წელის ტკივილმა შეაწუხა, მოვინახულე და შევთავაზე გადაგვეღო ტომოგრაფია. წელის ტკივილი ასაკობრივიც არის, მას დიდხანს უწევს დგომა თუნდაც წირვის დროს და აწუხებს წელის ტკივილი. ტომოგრაფიის შედეგის მიხედვით, საგანგაშო არაფერია, პატრიარქი კარგად არის“, – განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანესბათუმ-ლაზეთის ეპარქიაში განაცხადეს, რომ კლინიკაში იგი გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.