ძაღლისგან დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ძაღლისგან დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, 67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ძაღლმა დაკბინა, კვლავ სტაბილურად მძიმეა.

როგორც ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ ეტაპზე დამატებითი ოპერაციის საჭიროება არ დგას.

“ძაღლისგან დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ სტაბილურად მძიმეა.აპარატზეა შეერთებული, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია უტარდება. ამ ეტაპზე დამატებითი ოპერაციის ჩატარება არ იგეგმება. როგორც იცით, ჩატარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია, რადგან სხეულზე ნაფლეთი ჭრილობები ჰქონდა”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

თბილისში, 67 წლის ქალი ძაღლმა 17 ივლისს დაკბინა.