ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა
ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა

ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან სამედიცინო დაწესებულებებმა ექიმებისა და ექთნების ნამუშევარი საათები და გაცემული ანაზღაურება ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახონ, მონაცემებს კი შრომის ინსპექციის სამსახური დაამუშავებს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალი პორტალი სამედიცინო დაწესებულებებს გააცნეს.

„შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება.

ელექტრონული პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის, „ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების“ ფარგლებში შეიქმნა.

2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება – საათში შვიდი ლარით (თვეში, მინიმუმ, 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში, მინიმუმ, 792 ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.