ექიმების ინფორმაციით, მოზარდს, რომელსაც პეკინის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა, თავის ქალის ტრავმა აღენიშნება
ექიმების ინფორმაციით, მოზარდს, რომელსაც პეკინის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა, თავის ქალის ტრავმა აღენიშნება

პეკინზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგჰად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგმა, ლიკა ხორბალაძემ განაცხადა.

„მიიღო თავის ქალის ტრავმა, რომელიც გამოხატულია ქალას ძვლის ხაზოვან მოტეხილობაში და პნევმოცეფალიაში. ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რჩება საყურადღებო ტრავმის გენეზიდან გამომდინარე. უკეთდება ყველა გამოკვლევა და საჭირო დახმარება. რჩება ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას არაფერი წარმოადგენს. შესაძლებელია მკურნლობის გარეშე შეიქმნას რაიმე პრობლემა“, – განაცხადა ლიკა ხორბალაძემ.

პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. მომხდარის შედეგად, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.