ექიმების ინფორმაციით, ჩიქობავას ქუჩაზე დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა
ექიმების ინფორმაციით, ჩიქობავას ქუჩაზე დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

ჩიქობავას ქუჩაზე დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა.

17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში 10 აგვისტოს გადაიყვანეს. კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანის დროს, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჭრილობა მიყენებულია თავში ცეცხლსასროლი იარაღით, საკმაოდ მძიმე და მაღალი ხარისხის დაზიანებაა. მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რათა პაციენტის სიცოცხლე შევინარჩუნოთ. დინამიკა ჯერჯერობით ვერ ფასდება მისი მძიმე მდგომარეობის გამო“, – განაცხადა ღუდუშაურის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა მარინა გელანტიამ.

ჩუღურეთის რაიონში შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური ანგარიშსწორება ორ მოქალაქეს შორის ძაღლების ჩხუბმა გამოიწვია. დაპირიპირების შედეგად არასრულწლოვანს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.