ექიმების ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ექიმების ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი მეორე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს, რომელსაც ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორმხრივი პნევმონია აქვს.

ორმხრივი პნევმონია აღენიშნება ამავე კლინიკაში მოთავსებულ შუახნის ქალსაც, თუმცა ინფიცირებულის მდგომარეობას მედიკოსები მხოლოდ საშუალო სიმძიმის შემთხვევად აფასებენ.

სულ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ შვიდი ინფიცირებული მკურნალობს. ხუთის მდგომარეობა სტაბილურია.