ექიმების განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი თვის ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

16:00, 05.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებული სამი თვის ბავშვი ჩოხატაურიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებითი კვლევები უტარდება.

„ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადასტურებული „კოვიდ-19“ დიაგნოზით. მცირეწლოვნის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები“, –  განუცხადა საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის ქუთაისის უნფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ათი პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი