ექიმების განცხადებით, აქციაზე დაშავებულ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს მხედველობაზე პრობლემა არ შეექმნება
ექიმების განცხადებით, აქციაზე დაშავებულ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს მხედველობაზე პრობლემა არ შეექმნება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავებულ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, კახა ჯონჯუას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მხედველობაზე პრობლემა არ შეექმნება. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის თანამშრომელს ექიმებმა განუცხადეს.

„თვალის ექოსკოპია გადამიღეს და აღმოჩნდა, რომ ძირი არ არის დაზიანებული. მხოლოდ შიგნით არის ჩაქცევა და სისხლი რომ გაიწოვება, მხედველობა აღდგება. ახლა მხოლოდ სილუეტებს ვხედავ, გუშინ საერთოდ ვერ ვხედავდი. ეს იყო პირველი ტალღა დაახლოებით. ხალხი რომ დაშალეს და დაბრუნდა, მაგ დაბრუნებას ვიღებდი. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი იდგა სპეცრაზმის მხარეს და გავხედე, აქეთ ხომ არ იყო რამე საინტერესო, რომ ეს მხარე გადამეღო. ამ დროს უცებ ტყვია თვალთან და ცხვირთან მომხვდა“, – განაცხადა კახა ჯონჯუამ.

აქციაზე საქართველოს პირველი არხის ხუთი თანამშრომელი დაშავდა. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.