„ექიმები საზღვრებს გარეშე“ თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტებს აღიარებს
„ექიმები საზღვრებს გარეშე“ თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტებს აღიარებს

ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტებს აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 2017 წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის 24 შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, გასულ წელს ორგანიზაციამ თანამშრომლების მიუღებელი ქცევის შესახებ 146 საჩივარი მიიღო.

ორგანიზაციაში 40 ათასი თანამშრომელია. ფრანგული მედია წერს, რომ საჩივრების საფუძველზე 19 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.