ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციას საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები და წამყვანები შეუერთდნენ [ვიდეო]

დღეს ერთი თვე შესრულდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო ტყვეობაშია. ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობა, ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ ექიმის უკანონო დატყვევების ფაქტს.

ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად და მისი გათავისუფლების მოთხოვნის აქციას შეუერთდნენ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები და წამყვანები, ასევე კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

შეგახსენებთ, ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და  შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. სწორედ ამიტომ, მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.