ეპიდემიოლოგმა ვაქცინის საწინააღმდეგო განცხადების გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი გააკრიტიკა
სერბეთში ინფექციური დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტიკრიზისული შტაბის წევრმა პრედრაგ კონმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკივიჩი ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადების გამო გააკრიტიკა.
„როგორც ჯოკოვიჩის ერთ-ერთი ერთგული გულშემატკივარი, ვისურვებდი ამეხსნა მისთვის, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი მოსახლეობის იმუნიზაციას. სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებულია. მან მცდარი წარმოდგენა შექმნა”, – მოჰყავს კონის სიტყვები გაზეთ „დეილი მეილ“.
რამდენიმე დღის წინ, ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება კორონავირუსისგან აუცილებელ ვაქცინაციას.