ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბელარუსი დღეიდან საზღვრებს ნაწილობრივ ჩაკეტავს
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბელარუსი დღეიდან საზღვრებს ნაწილობრივ ჩაკეტავს

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბელარუსი დღეიდან საზღვრებს ნაწილობრივ ჩაკეტავს.

როგორც ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახური იუწყება, პირველი ნოემბრიდან ბელარუსში ავტომობილით, მატარებლით და ფეხით უცხო ქვეყნების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლა დროებით აიკრძალება“.

უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ზომები კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

შეზღუდვები არ ვრცელდება მინსკის აეროპორტში ჩასულ მგზავრებზე, დიპლომატებსა და იმ მოქალაქეებზე, რომელთა ახლო ნათესავები ბელარუსში ცხოვრობენ.

ამასთან, ახალი წესებით მიხედვით, ბელარუსში ჩასულ ყველა მგზავრს 10 დღე სავალდებულო თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ.

ბელარუსი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით 51-ე ადგილზეა. გამოვლენილია ვირუსის 98,5 ათასი შემთხვევა. გარდაიცვალა 980 პაციენტი, განიკურნა 89 ათასი ადამიანი.