ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში ზომები არასათანადოდ იყო დაცული
ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში ზომები არასათანადოდ იყო დაცული

წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტობო ლეჯენდში“ არსებულ საკარანტინო სივრცეში ზომები არასათანადოდ იყო დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის წყალტუბოს სამმართველოს ეპიდემიოლოგმა, მარინა ტყეშელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურდა, სწორედ წყალტუბოს აღნიშნული საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მისი ინფორმაციით, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, არის საფრთხე, სხვა პირებიც დაინფიცირდნენ. ამის გამო, სასტუმროში მყოფ 10 პირს კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს.