ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი - ვიმყოფებით კორონავირუსის მესამე ტალღის პიკში, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა
ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი - ვიმყოფებით კორონავირუსის მესამე ტალღის პიკში, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ამჟამად კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის პიკია, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა და რეკომენდაციების დაცვაა საჭირო.

„ქვეყანაში არის დაავადების მესამე ტალღა. ამჟამად ვიმყოფებით პიკში. იმის გათვალისწინებით, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა. უნდა დავიცვათ ყველა ის ღონისძიება, რაც ინფექციის პრევენციისთვის არის მოწოდებული. ასევე, უნდა მივმართოთ ვაქცინაციას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გზაა დაავადების დასამარცხებლად“, – განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში დაავადების რამდენიმე შტამია გავრცელებული, მათგან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ინდური შტამია, რომელიც ორმაგი მუტაციით გამოირჩევა.

„ეს ნიშნავს, რომ მას უფრო მაღალი პოტენციალი აქვს, იმუნიტეტს გარკვეულწილად გვერდი შემოუაროს და შედარებით მძიმე დაავადება გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ამჟამად საქართველოში დაავადების ეს შტამი არ გვაქვს და იმედი ვიქონიოთ, მისი გავრცელება არ მოხდება“, – აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

დატოვე კომენტარი