ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენზელ მკოიანი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ის საკანონდებლო ინიციატივას და მაჟორიტარული მანდატების შემცირებას არ ეთანხმება, მაგრამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„სიმართლე გითხრათ, მე არ მომწონს ეს ინიციატივა და ეს არაერთხელ დამიფიქსირებია. წარმოიდგინეთ, ხუთგზის მაჟორიტარი ვარ, ხუთჯერ ამირჩია ხალხმა. მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი და უმრავლესობის წევრი, ვიმოქმედებ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ მინდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, რომ ამას არ მოყვეს ვითარების დაძაბვა, დაპირისპირება და ბრალდებები. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მივალ კენჭისყრაზე და ამ საკითხს მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ენზელ მკოიანმა.