ენტონი ჯოშუა რინგზე გამარჯვებით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ენტონი ჯოშუა რინგზე გამარჯვებით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონში გაიმართა საკრივო საღამო, რომლის მთავარი ორთაბრძოლა იყო სუპერმძიმე წონაში ბრიტანელების – ენტონი ჯოშუასა და ჯერმეინ ფრანკლინის დაპირისპირება.

ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ჯოშუას გამარჯვებით დასრულდა – 118-111, 117-111, 117-111.

ეს იყო ჯოშუას პირველი ორთაბრძოლა უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ. მისი ბოლო მოგება 2020 წელს დაფიქსირდა, როცა ნოკაუტით დაამარცხა ბულგარელი კუბრატ პულევი.

33 წლის ჯოშუას 25 მოგება (22 ნოკაუტით) და სამი მარცხი აქვს. ფრანკლინს 23 ბრძოლაში ორი წაგება დაუგროვდა.