ენტონი ფაუჩის ვარაუდით, აშშ-ს კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ვაქცინა დიდი ალბათობით 2020 წლის ბოლოს ექნება
ენტონი ფაუჩის ვარაუდით, აშშ-ს კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ვაქცინა დიდი ალბათობით 2020 წლის ბოლოს ექნება

ენტონი ფაუჩის ვარაუდით, აშშ-ს კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ვაქცინა დიდი ალბათობით 2020 წლის ბოლოს ექნება.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში საუბრისას თქვა, რომ ვაქცინის შექმნის საკითხში აშშ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

„ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში, ჩვენ ფაქტობრივად ვაქცინა გვექნება, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება უსაფრთხო და ეფექტური. არავის შეუძლია უსაფრთხოების და ეფექტურობის გარანტიის მიცემა, ვიდრე გამოცდა არ ჩატარდება, მაგრამ ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვამბობთ, რომ ეს ვაქცინა წარმატებული იქნება“, – განაცხადა ფაუჩიმ.

დატოვე კომენტარი