ენტონი ფაუჩი - ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სკოლები დარჩეს ღია
ენტონი ფაუჩი - ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სკოლები დარჩეს ღია

ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სკოლები დარჩეს ღია, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლები არ დაიხუროს, თუმცა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო უნდა შეიქმნას.

„მთავარი პოზიცია არის, ის რომ ვეცადოთ სკოლები იყოს ღია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ ერთიანი მიდგომა აქ არ გამოდგება, თქვენ უნდა დააკვირდეთ, თუ რა ხდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებით. მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ბავშვები სკოლებში იყვნენ უსაფრთხოდ“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.