ენტონი ფაუჩი ვაქცინის შესახებ - კავალერია მოდის, მაგრამ ჯერ აქ არ არის
ენტონი ფაუჩი ვაქცინის შესახებ - კავალერია მოდის, მაგრამ ჯერ აქ არ არის

კავალერია მოდის, მაგრამ კავალერია ჯერ აქ არ არის, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი ვაქცინასთან დაკავშირებულ სიახლეებს.

ფაუჩის თქმით, არ სურს, რომ „საზოგადოებისთვის გრინჩი იყოს“, მაგრამ კვლავ ახსენებს ყველას, რომ წესების დაცვა აუცილებელია, განსაკუთრებით სადღესასწაულო სეზონის დროს.

„გთხოვთ, რისკი და სარგებელი სწორად შეაფასეთ“, – განაცხადა ფაუჩიმ.