ენტონი ფაუჩი - კორონავირუსის ახალ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუაროს
„კოვიდ-19“-ის ახალ, „მიუ“ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუაროს, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი ინფექციონისტის თქმით, „მიუ“ ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა „კოვიდ-19“-ის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
ენტონი ფაუჩის განცხადებით, „მიუ“ ვარიანტზე აშშ-ში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს.