ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ვაქცინას ყველა თუ გაიკეთებს, ქვეყანა 2021 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება
ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ვაქცინას ყველა თუ გაიკეთებს, ქვეყანა 2021 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუ აშშ-ში ვაქცინას ყველა გაიკეთებს, ქვეყანა 2021 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას და რამდენად სწრაფად. თუ უხარვეზო ვაქცინაციის პროგრამა გვექნება და ვაქცინას ყველა დროულად გაიკეთებს, ნორმალურ ცხოვრებას ნაწილობრივ სავარაუდოდ ზაფხულისთვის, ხოლო შემოდგომაზე დანამდვილებით დავუბრუნდებით“, – განაცხადა აშშ-ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა.

ფაუჩიმსიენენთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში შემოდგომაზე სკოლები ისევ გაიხსნება და ინფიცირების რისკები ძალიან დაბალი იქნება.