ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინების ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის მხრივ 90%-ს აღემატება
ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინების ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის მხრივ 90%-ს აღემატება

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი „დელტა“ ვარიანტია, თუმცა ავტორიზებული ვაქცინების ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 90%-ს აღემატება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სენატში მოსმენის დროს განაცხადა.

ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშეკ ვალენსკის განცხადებით, აშშ-ში გასულ კვირას კორონავირუსით გარდაცვალების საშუალო დღიური მაჩვენებელი 239-ს შეადგენდა, რაც წინა კვირასთან შედარებით დაახლოებით 48 %-ით მეტია.

სენატში გამართული მოსმენისას რესპუბლიკელმა სენატორმა, რენ პოლმა დაადანაშაულა ფაუჩი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩინეთის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში კვლევების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

„თქვენ თუ კონგრესისადმი ტყუილში გამოგიჭერენ, აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსი სისხლის სამართლის დევნას და ხუთწლიან სასჯელს ითვალისწინებს“, – მიმართა სენატორმა აშშ-ის წამყვან ინფექციონისტს.

ავის მხრივ ენტონი ფაუჩიმ სენატორისადმი მიმართვაში აღნიშნა: „სენატორ პოლ, მე არასდროს მითქვამს ტყუილი კონგრესის წინაშე და თქვენ არ იცით, რაზე საუბრობთ“.