ენტონი ფაუჩი - ადამიანებმა სულ მცირე ერთი პირბადე უნდა ატარონ, თუმცა ორი პირბადე გაცილებით უკეთ იცავს ვირუსისგან
ენტონი ფაუჩი - ადამიანებმა სულ მცირე ერთი პირბადე უნდა ატარონ, თუმცა ორი პირბადე გაცილებით უკეთ იცავს ვირუსისგან

ადამიანებმა სულ მცირე ერთი პირბადე უნდა ატარონ, თუმცა ორი პირბადე გაცილებით უკეთ იცავს ადამიანს ვირუსისგან, – ამის შესახებ ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, სამედიცინო პირბადესთან ერთად ნაჭრის პირბადის ტარება ვირუსისგან 92 პროცენტით იცავს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 471 821 ადამიანი დაიღუპა.