ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის „კოვიდ-19“-ის ვაქცინა მხოლოდ 2021 წელს იქნება ხელმისაწვდომი
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის „კოვიდ-19“-ის ვაქცინა მხოლოდ 2021 წელს იქნება ხელმისაწვდომი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ თავდაპირველად ვაქცინა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებსა და მედპერსონალზე იქნება გათვლილი.

„ბიბისისთან“ საუბრისას ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინაზე ფართომასშტაბიანი წვდომა 2021 წელს იქნება შესაძლებელი.

ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, პოლიტიკოსებმა და საჯარო პირებმა მეცნიერების რჩევები გაითვალისწინონ.

„ჩვენ შეგვიძლია პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა მოვახდინოთ ქცევაზე. სამწუხარო იქნება, თუ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა გვექნება, მაგრამ მოსახლოების დიდი ნაწილი ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვის, რადგან ხელისუფლებას არ ენდობა“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ამასთან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „კოვიდ-19“ მალე გაქრება, რეალობას არ შეესაბამება.