ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ვინც ვირუსი გადაიტანა
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ვინც ვირუსი გადაიტანა

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

„ცნობილი არ არის, ვირუსის გადატანის შემდეგ, რამდენი ხანი გრძელდება იმუნიტეტი. ტიპურად, სხვა დაავადებების შემთხვევაში, როდესაც ინფიცირდები, იმუნიტეტს გამოიმუშავებ, შესაძლოა, ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. კორონავირუსის ისტორიით ვხვდებით, რომ იმუნიტეტი შედარებით ხანმოკლეა“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ფაუჩის თქმით, სწორედ ამ მიზეზით, კარგი იქნება, თუ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ვირუსგადატანილი ადამიანებიც გაიკეთებენ.