ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იანვრისთვის შეიძლება, ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყოს
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იანვრისთვის შეიძლება, ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვაქცინის დაჩქარების პროგრამა მიზნად წლის ბოლომდე „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მილიონობით ადამიანისთვის მიწოდებას ისახავს. როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, ეს დღევანდელი მოცემულობით რეალური სცენარია.

„ჩვენ ცდების საწყის ეტაპზე, პირველ ფაზაში ვართ. როდესაც შემდეგ ფაზაში გადავალთ, ვეცდებით, რაც შეიძლება ფრთხილად, თუმცა სწრაფად დავადგინოთ, მუშაობს თუ არა ვაქცინა და რამდენად უსაფრთხოა ის. თუ ეს ასე აღმოჩნდა, მაშინ ჩვენ წარმოებას დავაჩქარებთ“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იანვრისთვის შეიძლება, ეფექტური ვაქცინის გავრცელება დაიწყოს.

„მე იანვარსა და თებერვალში ვამბობდი, რომ ვაქცინის შექმნას დაახლოებით 12-18 თვე დასჭირდებოდა. იანვარში უკვე ერთი წელი იქნება, ანუ დაახლოებით ის პერიოდი, რომელიც თავდაპირველად დავასახელე“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაში წარმოების გადავადება საბოლოო პასუხის მიღებამდე არ არის მიზანშეწონილი. მისივე თქმით, წარმოება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს იმ იმედით, რომ ვაქცინა გაამართლებს. ასეთი დასტურის მიღების შემდეგ კი შეიძლება, წარმოების გაფართოება და შემდეგ ვაქცინის დისტრიბუცია.

დატოვე კომენტარი