ენტონი ფაუჩი - 2022 წელს ამერიკელებმა შესაძლოა, კვლავ ატარონ ნიღბები
ენტონი ფაუჩი - 2022 წელს ამერიკელებმა შესაძლოა, კვლავ ატარონ ნიღბები

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლებელია, რომ 2022 წელს ამერიკელებმა კვლავ ატარონ ნიღბები, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ზომები ვაქცინირებულთა გაზრდის პარალელურად შემსუბუქდება.შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ნახევარ მილიონს აღწევს. კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა კი 28 მილიონს გადააჭარბა.

ქვეყანა ვირუსის შემთხვევებისა და დაღუპულთა რაოდნეობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.