ენტონი ბლინკენმა ქალაქი სკოპიე სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა
ენტონი ბლინკენმა ქალაქი სკოპიე სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქალაქი სკოპიე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.

ენტონი ბლინკენი ეუთო-ს მინისტერიალის ოფიციალურ გახსნამდე, 29 ნოემბერს, საღამოს ეუთო-ს პრეზიდენტს ვახშამზე შეხვდა. ასევე შეხვდა ეუთო-ს თავმჯდომარე მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რის შემდეგაც სკოპიე დატოვა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი დღეს დაიწყო. სხდომაში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, პოლონეთმა და უკრაინამ.