ენტონი ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანთან უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან ელიზაბეტ ტრასთან უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია განიხილა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრასთან საუბრისას ბლინკენი მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის კოორდინირებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე შეთანხმდა, რათა კრემლის წინააღმდეგ დაწესდეს მძიმე შედეგები და დანაკარგები იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მიმართავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან კონტაქტისას მხარეებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი მიდგომა რუსეთის მიმართ და აღნიშნეს, რომ ნატო მზადაა რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის, მაგრამ ამავდროულად ერთგულად დაიცავს მოკავშირეებს.