ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს
ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ავღანეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„მხარეებმა საუბრისას განიხილეს ავღანეთთან დაკავშირებით არსებული თანამშრომლობა და ძალისხმევა, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების, მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხო და რეგულარული ევაკუაციისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ ფრაისმა.

გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერის“ გამოყენებით აღნიშნა, რომ თურქეთი არის ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე და ძვირფასი პარტნიორი რეგიონში.