ენტონი ბლინკენმა და ჰაკან ფიდანმა შეხვედრაზე სირიაში სტაბილურობის დამყარების საკითხი განიხილეს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიაში სტაბილურობის დამყარების საკითხი იყო. აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.
ამერიკელ დიპლომატს ახლო აღმოსავლეთის ტურნე აქვს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გაერთიანებული ფრონტის შექმნაა არაბ და თურქ მოკავშირეებთან ერთად, რათა სირიაში გარდამავალმა პოლიტიკურმა პერიოდმა მშვიდად ჩაიაროს.
ბლინკენის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ შეეცდება, რომ ეს პერიოდი სირიაში დასაბრუნებლად გამოიყენოს, მაგრამ შეერთებული შტატები ამას არ დაუშვებს.
„ჩვენმა ქვეყნებმა ბევრი იმუშავეს და ბევრი გასცეს მრავალი წლის განმავლობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაშლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას“, – განაცხადეს ბლინკენმა და ფიდანმა.