ენტონი ბლინკენმა ახალი სავიზო პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანი დასავლეთ სანაპიროზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ექსტრემისტებისთვის აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვაა
ენტონი ბლინკენმა ახალი სავიზო პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანი დასავლეთ სანაპიროზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ექსტრემისტებისთვის აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი სავიზო პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც არის, თავიდან აიცილოს დასავლეთ სანაპიროზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ექსტრემისტების შეერთებულ შტატებში ჩასვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი შეძლებს ამ პოლიტიკის გამოყენებას როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის მიმართ.

„დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ დასავლეთ სანაპიროზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შელახვაში, მათ შორის ძალადობის ან სხვა ქმედებების განხორციელებით, რომლებიც ზედმეტად ზღუდავს მშვიდობიანი მოსახლეობის წვდომას აუცილებელი სერვისებსა და ძირითადი საჭიროებებზე“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ დასავლეთ სანაპიროზე არსებული არასტაბილურობა ზიანს აყენებს ისრაელსა და პალესტინელ ხალხს, ასევე საფრთხეს უქმნის ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.