ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელი პალესტინელებთან საკითხების განხილვაში უნდა ჩაერთოს
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელი პალესტინელებთან საკითხების განხილვაში უნდა ჩაერთოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელი პალესტინელებთან საკითხების განხილვაში უნდა ჩაერთოს.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებულ ისრაელის შეთანხმებებს.

ამასთან, ენტონი ბლინკენი რომში, ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა. ისრაელ-პალესტინის ურთიერთობების გარდა, დიპლომატებმა ასევე ისაუბრეს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე. თავის მხრივ, ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ისრაელს სერიოზული ეჭვები აქვს.

ირანსა და აშშ-ის შორის, ვენაში, 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი